საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2026 წლის პირველი ექვსი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარდუგინეს, საიდანაც ირკვევა რომ სექტორის მიერ გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ 14.4 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.6 მილიარდი ლარით ანუ 13%-ით არის გაზრდილი.
იპოთეკურ სესხებში ეროვნული ვალუტის წილი 2026 წლის პირველ ნახევარში 70%-ს შეადგენს, შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ლარზე იპოთეკური სესხების პორტფელის 67% მოდიოდა.
მთლიანობაში ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა ბოლო ერთ წელში 19%-ით, 33 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია სამომხმარებლო სესხები, სადაც ზრდის ტემპია 24% (3.2 მლრდ ლარი), შესაბამისად ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდაში ძირითადი მდგენელი სწორედ სამომხმარებლო კრედიტებია.




























