მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხების ვადაგადაცილება შემცირდა

სესხები

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13.3 მილიარდი ლარის ღირებულების იპოთეკური სესხების პორტფელიდან 3 თვეზე მეტად ვადაგადაცილებულია 94 მილიონი ლარის ღირებულების იპოთეკური სესხები, რაც მთლიანი პორტფელის 0.7%-ია.

ერთწლიან ჭრილში იპოთეკური სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელი შემცირებულია, რადგანაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იპოთეკური სესხების ვადაგადაცილების წილი იყო 0.83%. შესაბამისად, ამ მხრივ კლება 0.13 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.

2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირებულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 10 თვეში ქართულმა ბანკებმა სულ 42,303 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.7%-ით, ანუ 4,546-ით არის შემცირებული. თუმცა იმის გამო რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 7.6%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 156 მილიონი ლარი).

ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 12.45%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.65 პროცენტული პუნქტით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები