მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამით 1200-ზე მეტი ბინა გაიყიდა - მიხეილ ხიდურელი

61fa2c3d7908e
ელენე გოგბერაშვილი
03.02.22 00:10
946
იპოთეკური სესხების სუბისიდირების პროგრამა ოჯახებისთვის გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. სააგენტო „საწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში 1200-ზე მეტი ბინა გაიყიდა, გაცემული სესხის მოცულობა კი დაახლოებით 150 მლნ ლარს შეადგენს.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ აღნიშნულ პროგრამას, რადგან ამ მიმართულებით საბანკო სექტორის პორტფელი არ იყო ორიენტირებული, თუმცა როგორც ძნელაძე ამბობს, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემული 141 მლნ ლარი მთლიანი იპოთეკური პორტფელის 3%-ზე მეტია. პროგრამის ფარგლებში კი სესხის საშუალო თანხა 100-130 ათას ლარს შეადგენს.

„პროგრამა მუშაობს იმ სეგმენტისთვის, რაზეც იყო გათვლილი. ბინების შესაძენად 200 000 ლარზე მეტი სესხის აღება არ ხდება და 200 000 ლარამდეც არ ხდება ათვისება, რადგან სწორედ დაბალ და საშუალოშემოსავლიან ოჯახებია პროგრამის სამიზნე. ეს პროგრამა ჯერჯერობით გრძელდება. როგორც სხვა პროგრამებს, ამასაც შევხედავთ, სად აქვს პროგრამას ძლიერი ან სუსტი მხარე და შემდეგ ცვლილებებს ამის მიხედვით განვახორციელებთ“, - აცხადებს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი.

აღსანიშნავია, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დაბადებული წლამდე ასაკის შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველ სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში, იპოთეკური კრედიტების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ხდება. მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ გაიცემა. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია, თუმცა დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება  200 000 ლარს აღემატებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები