მათთვის, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გვაქვს – ფესტივალს რესტორანი „წისქვილი“ შეუერთდა.
„Tbilisi Open Air ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფესტივალია, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ველოდებით. ეს წელი კიდევ უფრო გამორჩეული იქნება, რადგან ახლა ფესტივალის ნაწილი გახდა „წისქვილიც“.
გემრიელი გემოების მოყვარულებს გეპატიჟებით ჩვენთან, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ Open Air-ზე გატარებული სამი დღე კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ თქვენთვის“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
23, 24 და 25 ივნისს ფესტივალზე „წისქვილი“ გემრიელი კერძებითა და სასმელებით გაგიმასპინძლდებათ. მენიუში წარმოდგენილი იქნება ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი კერძები. მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუგემოვნებია „წისქვილის“ მიერ შექმნილი გემოები, ამის შესაძლებლობა ფესტივალზე მიეცემა.
„წისქვილი ჯგუფი“ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკმაოდ დიდი, 12 მეტრიანი ობიექტით. ერთ სივრცეში გაერთიანებული იქნება როგორც კერძები, ისე ბარი. მაქსიმალური კომფორტისთვის დავნერგავთ რიგის ნომრების სისტემას და მომხმარებლები პირდაპირ მონიტორიდან მიიღებენ ინფორმაციას გამზადებული შეკვეთების შესახებ“, – გვითხრა „წისქვილი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა, მიხეილ კვირტიამ.
ასე რომ, იპოვე „წისქვილი“ ფესტივალის ტერიტორიაზე, ისიამოვნე საყვარელი არტისტების შესრულებითა და საუცხოო გემოებით Open Air-ზე.
(რ)