მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმასპინძლობთ აჭარას - „ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილში

64be3966c16fd
BM.GE
24.07.23 12:41
357
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს, აჭარას უმასპინძლებს. აჭარის წარმომადგენლები სტუმრებს თავიანთ კულტურასა და სამზარეულოს წისქვილის ეზოში, 29 და 30 ივლისს წარუდგენენ.

აჭარის დღეებზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ისიამოვნოს ანსამბლებ „ელესასა“ და „ბეთლემის“ შესრულებით. ისინი სპეციალურად ფესტივალისთვის ქედადან ჩამოვლენ. ავთენტური აჭარული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნიმუშების გაცნობის პარალელურად, სტუმრები დააგემოვნებენ მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოტანილ კერძებს და შეფ-მზარეულებთან ერთად ისწავლიან მათ მომზადებასაც.

ამასთან ერთად, წისქვილის ეზოში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე დამსწრე საზოგადოება შეძლებს დაათვალიეროს და შეიძინოს აჭარლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებულ ქართული პროდუქტები. ტრადიციულად, მრავალფეროვანი გასართობი და აქტივობა დახვდებათ პატარებსაც, მათთვის მოწყობილ საბავშვო სივრცეში.

აღსანიშნავია, რომ „ქართული კუთხეების ფესტივალი“ აჭარის დღეებით დასრულდება და სტუმრებს დროებით, მომავალ გაზაფხულამდე დაემშვიდობება. ფესტივალი, რომლის მიზანიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციაა, „წისქვილი ჯგუფის“ ინიციატივით წელს პირველად ჩატარდა. ის 20 მაისს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში უმასპინძლა იმერეთს, სვანეთს, კახეთს, სამეგრელოს, რაჭასა და გურიას.

გაითვალისწინეთ, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მეტი დეტალის სანახავად ესტუმრეთ „წისქვილის“ ფეისბუქ გვერდს ან გადადით ღონისძიების ბმულზე.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები