ტელეკომპანია მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. 30%-ით მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.
პარტიების ხმები ასე ნაწილდება:
ქართული ოცნება - 35%
ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა - 30%
საქართველოსთვის – 9%
ევროპული საქართველო – 4%
ხალხისთვის – 4%
ლელო – 3%
მესამე ძალა – 3%
ლეიბორისტული პარტია – 3%
გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
პატრიოტთა ალიანსი – 2%
დროა – 1%
მოქალაქეები – 1%
სხვა პარტიები – 3%
კვლევა ჩატარებულია მთავარი არხის დაკვეთით. IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.