მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა როგორც კრიტიკული აზრი და ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს" - ზურაბ ჩხაიძე

KTW

"იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა როგორც კრიტიკული აზრი და ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძესთან თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ მედიასთან KTW ჯგუფის დამფუძნებელმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესსა და სახელმწიფოს როლზე ჰქონდათ საუბარი. ამასთან, შეხვედრაზე გაისმა როგორც კრიტიკული აზრები, ასევე აზრი, რომელიც ბიზნესს ჰქონდა.

„ჩვენ ზოგადად გვქონდა საუბარი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესსა და სახელმწიფოს პოზიციონირების შორის. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა როგორც კრიტიკული აზრი, ასევე აზრი, რომელიც ბიზნესს გააჩნია.

ჩემთვის [მთავარი] არის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. დამშვიდება არ სჭირდება ბიზნესს. სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ, თქვენ, ზოგადად ეკონომიკას. გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნესის მხარე შეხვდება ზოგადად ბიზნესს, რომელიც ფიქრობს თუ ქვეყნის განვითარება როგორ იქნება საჭირო“, - განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა: "მთავრობის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს იმას, რომ ქვეყნის განვითარება იმ ტემპით გაგრძელდეს, როგორიც ახლაა. ვფიქრობ, ეს ტემპი რაც არის და ყოველთვიური და კვარტალური მონაცემები ძალიან კარგია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები