მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნებ, წელსვე გავზარდოთ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი - სოზარ სუბარმა ირაკლი კობახიძეს მიმართა

სუბარი

წელსვე გავზარდოთ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი - ასე მიმართა ,,ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს.

მისი თქმით, ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს კულტურული ძეგლების გადარჩენისთვის, რადგან თითოეული გადარჩენილი ძეგლი, დიდი საჩუქარია ჩვენი მომავლისთვის და ეს არის ის, რაც ჩვენ წარმოგვადგენს მსოფლიოში, როგორც სუვერენულ და თვითმყოფად ქვეყანას.

"ბოლო წლების მთავარი მიღწევა იყო ევროკავშირისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ევროკავშირშიც და ყველგანაც, საქართველო უნდა შევიდეს, როგორც სუვერენული სახელმწიფო, თავისი თვითმყოფადი კულტურით და თავისი დიდი ტრადიციებით.

ამ ყველაფრის ერთი დიდი ნაწილია ქართული კულტურა, თავისი თანამედროვე კულტურით და იმ დიდი ძეგლებით რაც გაგვაჩნია. კულტურას დიდი ყურადღება სჭირდება, მაგრამ მე, როგორც ისტორიკოსი და ადამიანი, რომელიც ოდესღაც ბევრს ვმუშაობდი ძეგლთა დაცვაში, მინდა ამ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. თითოეულ ძეგლს უნდა მოვექცეთ დიდი ყურადღებით, რაც ბუნებრივია, ვერ გამოვა ბიუჯეტის გარეშე. ამიტომ, ჩემი კითხვა კი არა, უფრო თხოვნა და მოწოდებაა, ამ მიმართულებით კულტურის ბიუჯეტი გავზარდოთ. გავზარდოთ, არა მხოლოდ მომავალ წელს და მომავალში, იქნებ, წელსვე გამოვნახოთ ამის სახსრები. თითოეული გადარჩენილი ძეგლი, დიდი საჩუქარია ჩვენი მომავლისთვის და არის ის, რაც ჩვენ წარმოგვადგენს მსოფლიოს წინაშე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, 2024 წლის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 471 მლნ ლარია. 2023 წელს ეს თანხა 459,3 მლნ ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები