მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღება რუსეთისთვის ცუდი სიგნალი? - კობახიძის პასუხი

64a3c7917760a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.23 11:24
1019
დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მმართველი გუნდის შეფასება წარმოადგინა, რის შემდეგაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი კითხვა იყო - დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა რუსეთისთვის საჩუქარი, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ რუსეთისთვის ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნება.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღება-არ მინიჭებასა და იმ ეფექტს საერთაშორისო კუთხით იქნება ეს რუსეთის საჩუქარი თუ არა - ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი, შარშან ივნისშიც ეს ძალიან ცუდი სიგნალი იყო. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაძლო სუბიექტისთვის, როგორც მოყვარისთვის, ასევე არამოყვარისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სტატუსის მიღების პროცესში პოლიტიკური რისკები არსებობს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების 100%-ით შესრულების ვალდებულება არ იყო, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის მისაღებად საფუძველი შეექმნა.

„თავისი შინაარსით ეს გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბერში უნდა მიიღოს ევროკომისიამ პოლიტიკურია. ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12 პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს. უფრო მეტიც უკრაინას და მოლდოვას, გასულ წელს უკვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, მათაც იგივე პუნქტები დაუდგინეს და იმ შემთხვევაში თქვეს, რომ პუნქტების შეუსრულებლობა ანალოგიურად 75% იყო, მაგრამ მათ კანდიდატის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ. მოთხოვნა, რომ 100%-ით უნდა შესრულდეს თორმეტივე პრიორიტეტი, არც კი დაუყენებია ვინმეს. ამის მიუხედავად ჩვენ მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ივე პუნქტს და ეს ჩვენი ამოცანა იყო, მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად. მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკია, რაც ამ საკითხთან არის დაკავშირებული, არის ის, რომ 27-მა ქვეყანამ სრული კონსესუსით მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ერთიც რომ განზე გადგეს, ჩვენ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ. ამიტომ პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. ვიმედოვნებთ, შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ თემაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები