მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიიდან თავდასხმებს ქართველ ხალხზე - კობახიძე

კობახიძე

ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიიდან თავდასხმებს ქართველ ხალხზე და ეს სხვა არაფერია, თუ არა მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებამდე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

„არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, ეს არის ევროკავშირის ობიექტური ინტერესი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და გამუდმებით თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები