მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქონიებს თუ არა გავლენას რუსული „უნისტრიმის“ სანქცირება ფულად გზავნილებზე? - განმარტება

64ba99545b7d4
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.23 18:58
757
რუსული ბანკი „უნისტრიმი“, რომელიც ამავე დასახელების საგადახდო სისტემის ოპერატორია, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვდა. „ეხო კავკაზას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სისტემა აქტიურად გამოიყენება საქართველოში ფულადი გზავნილების გადასარიცხად, თუმცა დღეისთვის თიბისისა და საქართველოს ბანკების მობაილბანკის გზავნილების სისტემებში „უნისტრიმი“ აღარ იძებნება. ამასთან, გამოცემის ცნობით, გასულ 2022 წელს მხოლოდ „უნისტრიმის“ სისტემით საქართველოში რუსეთიდან 111 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

იქონიებს თუ არა გავლენას საქართველოსთვის ერთ-ერთ პოპულარული გადარიცხვების სისტემისა და მისი ბანკის აშშ-ის მიერ სანქცირება გზავნილების მოცულობაზე - ამ კითხვით BM.GE-მ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს მიმართა.

მისი თქმით, „უნისტრიმით“ შემოსული გზავნილები რეალურად სხვა გზავნილების სისტემებზე გადანაწილდება და მომხმარებლისთვის შესაძლოა მხოლოდ საკომისიოს გადახდის მოცულობა შეიცვალოს.

„რეალური შედეგი იქნება ის, რომ მომხმარებელი გზავნილების სხვა სისტემაზე გადაერთვება. გზავნილების სისტემები ერთმანეთს კონკურენციას ძირითადად საკომისიოების მიხედვით უწევენ. დღეს უამრავი სისტემაა და არ მგონია მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იყოს. ერთადერთი ის არის, რომ შესაძლოა, ვიღაცეებს ტრანზაქციები გაუძვირდეთ, თუმცა პრინციპული სხვაობა მომხმარებლისთვის არ ექნება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები