მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ბერაიამ შემოსავლების სამსახური დატოვა|ის გენერალური აუდიტორის I მოადგილე გახდა

ბერაია

ირაკლი (დაჩი) ბერაია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

ის აქამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, სადაც გასული წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მისი თანამდებობა გასულ წელს რამდენჯერმე შეიცვალა. ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად აპრილის დასაწყისში დაინიშნა. მანამდე კი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში - 2025 წლის იანვრიდან, იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს. უფრო ადრე, ბერაია "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები