მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ჩიქოვანმა შეშფოთება გამოთქვა ნახიჩევანში დრონებით შეტევაზე - იგი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

სს

"ოცნების" მთავრობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

„მხარეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები