Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ „Alliance Group“-ისთვის შექმნილი არქიტექტურული პროექტი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival (WAF)-ის ფინალშია წარდგენილი.
WAF არქიტექტურის “ოსკარად” მიიჩნევა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა ამ სფეროში.
ფესტივალის ნომინანტებს შორის ყოფილან ისეთი გლობალური არქიტექტურული კომპანიები როგორებიცაა Zaha Hadid Architects და Foster + Partners, რაც ხაზს უსვამს Alpha Architecture-ის მიერ მიღწეული წარმატების მნიშვნელობას.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს აღიარება მნიშვნელოვან ნაბიჯია ქართული არქიტექტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა და ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობის პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით.



























