მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი - ნატალია საბანაძემ უბრალოდ დააჩქარა გადადგომა

605c84c1692b4
BM.GE
25.03.21 16:37
968
ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ, ასე ვთქვათ, დააჩქარა გადადგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირში ელჩ ნატალია საბანაძის მიერ თანამდებობიდან გადადგომას შეეხებოდა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან საბანაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მოისმინა ვიცე პრემიერისგან და საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან.
 
“რაც შეეხება ელჩი საბანაძის გადადგომას, მე ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონი ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ, ასე ვთქვათ, დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე მგონი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და დამატებით კომენტარს აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ნატალია საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში 4 დღის წინ დაწერა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები