მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა

63f87f834b8b5
BM.GE
24.02.23 13:12
701
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა.

ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური ანკარას გუბერნატორის მოადგილემ მურათ სოილუმ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელმა სერჯან ჩიღგინიმ, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილემ უღურ ურჰანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა გოქან თურანმა გააცილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ანთაქიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები