მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს შეხვდა

6392e901be5cd
BM.GE
09.12.22 11:49
503
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს ტოდ ბაიერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა და „ბლუმბერგის“ გლობალურმა დირექტორმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ტოდ ბაიერმა ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივად განხორციელებული კამპანიის - "A Pleasure Doing Business“-ის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.

"კამპანიის ფარგლებში მომზადდა საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლი და ასევე დაიგეგმა მარკეტინგული კამპანია, რომლის დახმარებითაც მილიონობით ადამიანმა შეიტყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებას საერთაშორისო მედიაკამპანიების საშუალებით უწყობს ხელს.

კამპანიის მიმდინარეობისას ,,ბლუმბერგი" აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, ისე სააგენტოსთან - „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები