მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო

64c3efe694839
BM.GE
28.07.23 20:32
521
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩენგდუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, Sport Park Stadium-ზე, სადაც საუნივერსიტეტო თამაშები იმართება, მაღალი დონის სტუმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.

მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში წელს 40 ქართველი სტუდენტი იღებს მონაწილეობას. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სტუდენტებმაც, რომლებიც საუნივერსიტეტო თამაშებში იასპარეზებენ ძიუდოში, წყალბურთში, წყალში ხტომასა და ცურვაში. სპორტსმენები, საქართველოში არსებული აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან.

გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები