მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

6161ab86e0e66
BM.GE
09.10.21 18:45
584
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო მიუსამძიმრა.

"მხარეებმა განიხილეს “სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა”, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა. აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემებზე და იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელთა განხილვაც თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტისას გაიმართა,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები