მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომი ძალიან სავარაუდოა - ფაშინიანი აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე

64bb4f9caac46
ალა ისპირიანი
22.07.23 10:35
925
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განაცხადებით, ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და ასევე რატიფიცირებული ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ, ომი ძალიან სავარაუდოა.

"ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ ვივარაუდეთ, არ არსებობს. ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება.

ეს ასევე არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები