მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს შეხვდა

6244328cabdf9
მარიამ იზორია
30.03.22 14:43
581
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა.

მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკრაინას სოლიდარობას უცხადებს, ქვეყანას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და მხარს უჭერს პოლიტიკურად. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედით ნაბიჯებს ომის, რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები