მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს დავალებას აძლევს

6188cdc1e20c8
ინგა მურუსიძე
08.11.21 11:13
1573
"დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ", - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

მისი თქმით, ახლა დასაკარგი დრო აღარ არის და წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტების შესრულებაზე ზრუნვა უნდა დაიწყონ.

„ეს არჩევნები იყო კიდევ ერთი გამარჯვება. მადლობა ჩვენს ხალხს, გამოცხადებული ნდობისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ ამ ნდობის გასამართლებლად. საქმე არის საპატიო და უდიდესი პასუხისმგებლობა. ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა მინისტრებს ვუთხრა - დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ და ის დაპირება, ის პროექტები, ინიციატივები, რაზეც წინასაარჩევნო კამპანიის დღოს ვსაუბრობდით, უნდა შესრულდეს. 24-საათიან რეჟიმში, მოტივირებულები, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს“, - განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გამოწვევა ბევრია - სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ მხოლოდ საქმეზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

პრემიერი ირწმუნება, რომ პირადად გეგმავს გააკონტროლოს იმ პროექტების შესრულება, რომელიც წინასაარჩევნოდ დაანონსდა და მინისტრებსაც ანალოგიურისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები