ერთადერთი პასუხისმგებლობიანი ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის "ქართული ოცნება". თუ ვინმე არის შემძლე ამ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" - ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
"რომ გადავხედოთ 30- წლიან ისტორიას რომ გადავხედოთ ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა. პოლიციელების და მოქალაქეების განადგურება და ა.შ.
ამიტომ დღეს მსოფლიოში ძალიან სერიოზული სიტუაციაა. სიტუაცია არის ფეთქებად საშიში. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის - პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატოს სახელმწიფოები ასევე რუსეთი. და ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ - ქართული ოცნება არავითარ დესტაბილიზაციას რა დაუშვებს. თუ ვინმეს პოზიციის გამოხატვა უნდა გამოხატოს კანონის ფარგლებში და არჩევნები მოახლოებულია და კეთილი ინებოს ყველამ და მშვიდად წყნარად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია", - განაცხადა მან.
დღეს, გორში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.