მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ რუსეთის ანექსირებულ ყირიმში, ტყვია-წამლის საწყობს დაარტყა

64bbc2ab49f8e
ალა ისპირიანი
22.07.23 16:00
535
უკრაინამ, რუსეთის ანექსირებულ ყირიმში, ტყვია-წამლის საწყობსა და ნავთობბაზაზე დარტყმა განახორციელა.

უწყების სტრატკომის განცხადებაში წერია, რომ „უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ჯარის საწყობები და ნავთობბაზა დროებით ოკუპირებულ ოქტიაბრსკოეში“.

რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ თავისი ტერიტორიის დეოკუპაციას განაგრძობს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ასევე თქვა, რომ ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იყოს:"მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, ვინაიდან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა"- თქვა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები