რუსულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
BBC უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სარაკეტო დარტყმების შედეგად რესტორანი და სავაჭრო ტერიტორია დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაღუპა, 22 კი დაიჭრა.
"ვმუშაობთ ქალაქში დაჭრილთა და შესაძლო დაღუპულთა რაოდენობის დასადგენად. ეს არის ქალაქის ცენტრი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. რესტორანი, რომელიც გადაჭედილი იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით“, – განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ.