მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი: პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს

612c85e696d2e
თელარა გელანტია
30.08.21 11:15
1543
„ამ სიტუაციაში პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკის განვითარება გაგრძელდეს“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

მისივე თქმით, აცრის მნიშვნელობაზე მოქალაქეებთან კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს.

„მოსახლეობამ საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა ვაქცინაციის მიმართ. ეტაპობრივად იხსნება ის სკეპტიკური დამოკიდებულება რაც აქამდე იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაზე მოსახლეობას ყოველდღიურად უნდა ველაპარაკოთ.

პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი ამ სიტუაცაში, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკის განვითარება გაგრძელდეს და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები