მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ 2 ახალი სახე იქნება

602fc6ca7f5bb
ინგა მურუსიძე
19.02.21 18:15
915
ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ 2 ახალი სახე  იქნება. ახალ მთავრობაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი აღარ იქნება მაია ცქიტიშილი. ის პოლიტიკიდან მიდის და მის ადგილს პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო მაია ცქიტიშვილს, მისი ერთგული სამსახურისთვის ქვეყნისადმი. მის მიერ გაწეული არაერთი საქმიანობისთვის; ის 9 წელი ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე 5 პრემიერ-მინისტრის მთავრობას, გულწრფელი მადლობა მას“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

ინფორმაციისთვის, მაია ცქიტიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო. 

კიდევ ერთი ახალი სახეა ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები