მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. არც სხდომის დაწყებამდე და არც სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება მთავრობის არცერთ წევრს არ გაუკეთებია.

მთავრობის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა ანონსი, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას დღეს, 17:00 საათზე გააკეთებს.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები