მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია 1000 ლარამდე იზრდება - მთავრობის გადაწყვეტილება

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით ძალოვნების პენსია 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები და ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. იცით, რომ ჩაკეტილი იყო დღემდე და ამ პენსიის მაქსიმალური ზღვარი 560 ლარი იყო. ის 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე საშუალოდ 20%-ით გაიზრდება თითოეულ წელზე ნამსახურები თანხის მოცულობა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო და მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ. ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც ყოველ წელს იმის მიხედვით, რა შემოსავალი გვექნება, გვინდა რომ გაიზარდოს“, - თქვა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, იზრდება ასევე სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა კომპენსაცია და 9 აპრილის მონაწილეთა და პოლიტიკურად რეპრესირებულთა ოჯახის წევრების სუბსიდია, რისთვისაც ბიუჯეტში რამდენიმე მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ასევე გვინდა მადლიერება გამოვხატოთ, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულთა ან ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1000-დან 1200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს ეს იყო 0 ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდათ ამ ადამიანებს და ჩვენ 1 200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას ამ ოჯახებს.

ასევე ჩვენ მოვიცავით თითქმის ყველა ჯგუფი, 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტიკურად რეპრესირებულთა ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო სუბსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. საკმაოდ მცირე თანხები იყო და გავაოთხმაგეთ და გავახუთმაგეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები