მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: სამაშველო ძიების პროცესში ჯარი ჩაერთვება

სტიქიის ზონაში

შოვში სტიქიის ზონაში სამაშველო-ძიების სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები ჩაერთვება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი ჯარი და თავდაცვის ძალები, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მინისტრებთან ერთად მოვინახულე სტიქიის ზონა და ძალიან მძიმე სიტუაციაა, უზარმაზარი მასა არის ჩამოტანილი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

უკანასკნელი მდგომარეობით, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა შოვიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.