რაჭაში, კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა.
როგორც სასტუმროს მმართველი კომპანია Hotel Collection International-ის პროექტების საოპერაციო მმართველი BM.GE-სთან აცხადებს, რომ მეწყერი სწორედ სასტუმრო შენობის მიმართულებით, დაახლოებით 15:00 საათისთვის ჩამოწვა.
„ამ დროისთვის სასტუმროს პერსონალი ერთ ადგილზეა მობილიზებული. ინფორმაცია მეწყერის ჩამოწოლისთანავე გადავეცით საგანგებო სამსახურს, ველოდებით რეაგირებას“, - აცხადებს ანა მურადაშვილი.
არიან თუ არა მეწყერის შედეგად დაშავებულები - სასტუმროს ადმინისტრაციაში ეს ინფორმაცია არ აქვთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ სტიქიის ადგილისკენ სამაშველო სამსახურები უკვე გავიდნენ.