მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილს და თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ

ღარიბაშილი

ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა 2026 წლის 1 აპრილამდე დაენიშნათ.

შესაბამისი განკარგულებებით ირკვევა, რომ ეს პროცედურაა და დაცვის დანიშვნა ხელახლა მოხდა. ორივე პირი, სახელმწიფოს დასაცავ სიაში აქამდეც ჰყავდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო დაცვა შეიძლება დაენიშნოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

bm.ge მთავრობის ადმინისტრაციაში არკვევს, რამ გამოიწვია დაცვის 1 წლით გახანგრძლივების საჭიროება, ყოფილი პრემიერის შემთხვევაში.

დაცვა ორივე შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები