მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირაკლი ღარიბაშვილს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის - ბურჯ-ხალიფას მფლობელმა უმასპინძლა" - რაზე ისაუბრეს

ღარიბაშვილი
02.12.23 18:35
643

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა უმასპინძლა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დუბაიში, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაზეც Emaar Properties-ი აქტიურად მუშაობს.

მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის - ბურჯ-ხალიფას მფლობელია.

Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს.

კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. Emaar Properties აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები