მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთში ეპატიჟებიან

პრემიერ-მინისტრი

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, დავით ცეცხლაძე გეგმავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთში მიიწვიოს. ამის შესახებ მან Dalma News-თან ინტერვიუში განაცხადა. დავით ცეცხლაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს მოწვევას წელს გაუგზავნიან და ის იმედოვნებს, რომ მთავრობის მეთაური რუსეთში ჩასვლაზე უარს არ იტყვის.

"გარკვეული ძალები, გარკვეული მიზეზების გამო, თბილისში რუსეთთან დაკავშირებულ თემებს ბლოკავენ. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ქართული დიასპორის მთავარ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი მოვიდნენ. დიასპორის დღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლები რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიან. ცუდს ვერაფერს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თანამემამულეების ასეთ გრანდიოზულ შეხვედრებზე მოვიდნენ. წელს ჩვენ მოწვევას საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუგზავნით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოთხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება", - განაცხადა დავით ცეცხლაძემ.

ამასთან, დავით ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ ისტერიკულ პოლიტიკას არ ატარებს.

"ნებისმიერი ჯანსაღი ნაბიჯი, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდასთან და რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული, ძალიან ადეკვატურად აღიქმება", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები