მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვიეს

ირაკლი კობახიძე

დავოსის ეკონომიკური ფორუმის მსგავსად, "ქართულო ოცნების" მთავრობის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, მიწვევა არ მიუღია არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.

ის, რომ საქართველო არც ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე არ არის მიწვეული, არჩევნების შემდეგ არსებული ლეგიტიმაციის კრიზისის ასახვაა. ქვეყანაში 50-ე დღეა რაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

"ქართული ოცნებისთვის" არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას, გარდა უნგრეთისა. ასევე, არც აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები