მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე: აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია

კობახიძე
20.12.24 14:37
684

აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს ძალიან ხშირად ე.წ. Deep State-ზე, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში.

"ჩვენ ვახტანგ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია, მივცეთ გარკვეული შეფასება და შეიძლება, ობიექტურად იქნეს აღქმული ეს ფაქტი, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება. თქვენ იცით, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს ძალიან ხშირად ე.წ. Deep State-ზე, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება ე.წ. Deep State-თან დაკავშირებით, მან განაცხადა ასეთი რამ, რომ „Deep State" დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოშლის „Deep State“-ს. მთელი ამ 4 წლის განმავლობაში „Deep State“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასე ხშირად ვისმენთ ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები