მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე აშშ-სგან კვალავ შემხვედრ ნაბიჯს ელოდება

ირაკლი კობახიძე

მე მქონდა შეხვედრა პირადად ამ ადამიანებთან, სენატორთან, კონგრესმენთან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ჩვენ ვუთხარით კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელი და მთავარი არის ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთივე პროცესები, რომლებიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე. ამ პრობლემების ფონზე, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და ამას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს ამერიკელი კოლეგების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ.

განცხადება კობახიძემ დიდგორობაზე გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცხრა საუკუნის წინ მოპოვებული „ძლევაი საკვირველი“ მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება და დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც დღეს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვა ეფუძნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები