მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ბრიუსელში გაემგზავრება - რა იქნება პრემიერის მთავარი გზავნილი?

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრად ახლად არჩეული ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში პრემიერის რანგში პირველი ვიზიტისთვის ემზადება. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული კონსულტაციებია.

“მას შემდეგ, რაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ბუნებრივია, უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობაც. გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას შეეხება.

დეტალურად განვიხილავთ ასოცირების დღის წესრიგის საკითხებს, მათ შორის, 9 პუნქტის შესრულების გეგმას. ყველა თემაზე გვექნება საუბარი და, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. რა თქმა უნდა, აქეთკენ იქნება მიმართული მთავრობის საქმიანობა”, - ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები