მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

სს
28.05.25 19:49
1861

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

კობახიძის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას.

ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები