მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ჩინელმა კოლეგამ იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია

საქართველო / ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა ირაკლი კობახიძე ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია. ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

იმპორტის გამოფენა 5 ნოემბერს შანხაიში გაიმართება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას. ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და კარგი პარტნიორები არიან. ჩვენ პატივს ვცემთ, ვენდობით ერთმანეთს და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ზრდის სტაბილურ ტემპს ინარჩუნებს. მაღალი ხარისხის თანამშრომლობამ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერი შედეგები უკვე გამოიღო. ჩინეთის მთავრობის სახელით, გულწრფელად გეპატიჟებით რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააღრმავებს და არსებითად გაამდიდრებს ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და უფრო პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს ჩვენი ხალხებისთვის ბევრად მეტი სარგებლის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის წერილში.

ცნობისთვის, საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შედის. შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. შეთანხმება 2018 წლიდან მოქმედებს.

ბოლო 12 წელში ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა - TI

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები