მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია

საბავშვო ბაღი

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 563 მილიონი ლარი და მთლიანობაში დაგეგმილია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მან ამის შესახებ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, აქედან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა 71 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება გრძელდება სკოლების მიმართულებითაც.

„დასრულდა სამუშაოები 110 სკოლაში, მიმდინარეობს 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ვიწყებთ 22 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აშენდა 1 პროფესიული სასწავლებელი და დაიწყო 4 ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები