მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კახი კალაძე კორუფციაში არ არის გასვრილი

კობახიძე კალაძე

"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი კახი კალაძე "კორუფციაში არ არის გასვრილი". ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში, დებატებისას განაცხადა.

იღებთ კახი კალაძეზე პასუხისმგებლობას, რომ ის კორუფციაში არ არის გასვრილი? - "მე დარწმუნებული ვარ, ასეა" - უპასუხა ირაკლი კობახიძემ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ბერდია სიჭინავას.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ რაიმე კითხვა არსებობს კახი კალაძის კორუმპიულობასთან დაკავშირებით, სწორედ მას [კალაძეს] უნდა ჰკითხონ.

მან ასევე თქვა, რომ "ოცნება" პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოების წინაშე იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არც ერთ კორუფციულ ფაქტს.

"ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რომ თვისებრივად შეგვემცირებინა კორუფციის მასშტაბი და პრინციპულად აღმოგვეფხვრა კორუფცია პოლიტიკურ დონეზე, ეს ყველაფერი გავაკეთეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, ერთია სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ მთავარია მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში, პირველ რიგში, გამჭვირვალობის კუთხით

ჩვენ დავსვით ერთი მარტივი საკითხი - თუ რაიმე ფაქტი იქნება კორუფციასთან დაკავშირებით, მზად ვართ, ნებისმიერი ერთი ფაქტი განვიხილოთ და აუცილებლად გვექნება რეაგირება. საბოლოო ჯამში, დებატებში გამოვლინდა, რომ დღეის მდგომარეობით, მთავრობის გასული 2 წლის საქმიანობას თუ ავიღებთ, ჩვენს ოპონენტებს არ ჰქონდათ არც ერთი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით, რაც არის იმის დასტური, რომ ჩვენ ვმუშაობთ სუფთად და ვფიქრობ, ეს არის ის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება საზოგადოებამ გამოიტანოს ამ დებატებიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები