მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები