მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა - საქართველოს მთავრობა

ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰას სამიტის ფარგლებში ფოიეში შეხვედრის ამსახველ ვიდეოს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

"შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები