მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა

დიდიე ტღებიუკი
07.08.25 10:25
2174

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე.

"განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით.

აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.

საუბრისას ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დიდიე ტღებიუკს გაეროს მნიშვნელოვანი როლისთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები