მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე ხუთ მინისტრთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა

მთავრობა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად შანხაიში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციაში 5 მინისტრი - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არიან.

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ლი ციანის მიწვევით, შანხაიში ვიზიტს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა ირაკლი კობახიძე ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია, რომელიც 5 ნოემბერს შანხაიში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები