"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ სომხეთში გაემგზავრება, სადაც ეკონომიკური საბჭოს სხდომას დაესწრება.
ინფორმაცია bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. თუმცა, დამატებითი დეტალები და დელეგაციის შემადგენლობა არ დაუზუსტებიათ. მათი თქმით, დამატებითი ინფორმაცია დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სომხეთი ერთ-ერთია ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალში, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ევროკავშირის წევრ არც ერთი ქვეყანას, გარდა უნგრეთისა "ოცნებისთვის" არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს. არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ არც აშშ და სხვა პარტნიორი ქვეყნები.




























