მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ რუსთავს, ქუთაისსა და ფოთს ბიუჯეტი უნდა გაეზარდოთ

ქუთაისი

მმართველი პარტიის გეგმებზე, რომლებიც საქართველოს რეგიონების განვითარებასა და არსებულ პროექტებს შეეხება, პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, “განახლებული რეგიონების” პროექტი 2024 წელს მეორე ფაზას ასრულებს.

“განახლებული რეგიონების პროექტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ძალიან აქტიურად, წელს დასრულდება მეორე ფაზა და ამ მიმართულებით სამომავლოდაც დავგეგმავთ ღონისძიებებს.

შორაპნის ციხის რეაბილიტაციაზე იყო საუბარი და ამასთან დაკავშირებით დაგვჭირდება შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციები და ჩვენს მოსაზრებებსა და გეგმას წარმოგიდგენთ. ბუნებრივია, აქტიურად ვიმუშავებთ რეგიონების ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე. ასევე გაგრძელდება მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაც, რა თქმა უნდა”, - აცხადებს კობახიძე.

კობახიძე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ზრდის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში ამის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს.

“მუნიციპალიტეტის დონეზე ბიუჯეტის ზრდაზე იყო საუბარი [დეპუტატების მიერ] და ცალკე იყო ნახსენები რუსთავი, ქუთაისი და ფოთი. მე გეთანხმებით, აქ განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო, ამ ქალაქების ფუნქციებიდან და ისტორიული დატვირთვიდან გამომდინარე. შეგიძლია, ამაზე ერთად აქტიურად ვიმუშაოთ”, - აცხადებს პრემიერობის კანდიდატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები