მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბაიში მსოფლიო მთავრობების ფორუმის ფარგლებში Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას, რომლის საშუალო მაჩვენებელმა 2025 წელს 7,5% შეადგინა.
"შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ დაბალ საგადასახადო განაკვეთებს და იმ ინიციატივებს, რომლებსაც ხელისუფლება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























