მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ქვეყანაში ჰესების აშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს NGO-ებს აბრალებს

პრემიერი

ირაკლი კობახიძე ქვეყანაში ჰესების აშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს NGO-ებს აბრალებს. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ცდილობენ NGO-ების მეშვეობით, საქართველოში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტები დაბლოკონ.

"ავიღოთ იგივე ჰესების თემა, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს მივაღწიოთ, რომ 2030 წლისთვის წარმოებამ მოხმარებას გადააჭარბოს. დარწმუნებული ვარ კონკრეტული მიმართულებით გაგრძელდება NGO-ების აქტივობა და იქნება გარედან დაფინანსებული, ყველანაირად ეცდებიან რომ ჩვენ ამ სტრატეგიულ მიზანს ვერ მივაღწიოთ - ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

როცა ამ სფეროში დაფინანსება გამჭვირვალე გახდება უკვე ამ ყალბი ნარატივით ვერ შეიფუთება მათი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები.

როცა წარმოვაჩენთ, რომ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ხელოვნურად ცდილობენ NGO-ების მეშვეობით ამ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას და სტრატეგიული მიზნის შესრულებისთვის დაბრკოლების შექმნას, აქ უკვე მათ ძალიან გაუჭირდებათ ასეთი პროექტების დაფინანსება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები